|
[საწყისი გვერდი][ჩვენს შესახებ][გამგეობა] [წევრები][პროდუქცია][განცხადებები][დაგვიკავშირდით] |
||||
|
|
ჩვენს შესახებ |
|||
|
საქართველოს მცირე სამთო საწარმოთა ასოციაცია არის არასახელმწიფო,
არაკომერციული ორგანიზაცია. ასოციაცია აერთიანებს 38 კერძო მცირე სამთო საწარმოს, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, გეოლოგიური და სამეცნიერო-საპროექტო სამუშაოები. ასოციაცია შეიქმნა 2000 წლის ივლისში აშშ-ს განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით. ასოციაციის მიზანია სამთო საწარმოთა განვითარების ხელშეწყობა, ცალკეულ მეწარმეთა ძალისხმევის გაერთიანება საერთო პრობლემების გადასაწყვეტად. უახლოეს წლებში ასოციაციის ძირითადი ამოცანებია ინვესტიციების მოზიდვა სამთო საწარმოთა რეაბილიტაციისა და ახალი საბადოების ათვისებისათვის, პროდუქციის გასაღების ბაზრის გაფართოება, სამთო-მომპოვებელი რეგიონების ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება, სამრეწველო ნარჩენების ათვისება, სამთო მეწარმეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა. |
||||