GEO    ENG     RU

ბაგირთა სტრუქტურების გაანგარიშება დისკრეტული მოდელის საფუძველზე

 

სადემონსტრაციო პროგრამის დანიშნულებაა დისკრეტული მოდელის საფუძველზე აგებული ბაგირთა მეჩხერი სტრუქტურის ანგარიშის  მეთოდისა და ალგორითმის  გაცნობა. მიდგომა ემყარება ბაგირის წარმოდგენას შეყურსული მასების, ზამბარებისა და დემფერების ერთობლიობის სახით. ამგვარი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და გაანგარიშებისათვის გამოყენებულია ამ მიზნისთვის სპეციალურად შემუშავებული ალგორითმი (ძალთა გათანაბრების მეთოდი), რომლის საშუალებითაც ხდება სისტემის წონასწორობის მდგომარეობის განსაზღვრა.

ბაგირის დისკრეტული მოდელი და მისი გაანგარიშების ალგორითმი  აღწერილია ლიტერატურაში:

- Патарая Д.И. Расчет и проектирование канатных систем на примере канатных дорог. Тбилиси: Мецниереба, 1991, - 115 с (David Pataraia. Calculation and design of cable systems for ropeways Tbilisi: Metsniereba, 1991, -115 p. (in Russian)).

- Pataraia D. Ein Beitrag zur diskreten Darstellung des Seiles .// Wissenschaftliche Arbeiten des Instituts fuer Eisenbahnwesen, Verkehrswirtschaft und Seilbahnen der TU Wien. Vienna, 1993, N 2(32), pp. 32-38. (in German).

ღეროებისთვის და სხვა, მყარი დეფორმირებადი სხეულებისთვის (მაგ. მემბრანა ან ფილა) აღნიშნული მიდგომის შესახებ იხილეთ:

- D.Pataraia. Discrete model and calculation method for rope rod structures.//Problems of Mechanics. Tbilisi, N 2(31), pp.23 (ბაგირ-ღეროვანი სტრუქტურების დისკრეტული მოდელი და გაანგარიშება).

პრაქტიკაში გავრცელებული ბაგირთა სტრუქტურების დამოუკიდებლად გასაანგარიშებელი პროგრამის მუშა ვერსიის მისაღებად, აგრეთვე საჭირო კონსულტაციისთვის მიმართეთ:  david.pataraia@gmail.com.

       

      ბაგირის დისკრეტული მოდელის გამოყენებაზე დაფუძნებული საანგარიშო პროგრამების სადემონსტრაციო ვერსიების მიღება შეიძლება შემდეგ ბმულებზე:

  1. ბაგირთა სისტემის გასაანგარისებელი პროგრამა დისკრეტული მოდელის საფუძველზე (დემო-ვერსია).

  2. დიდი ზომის თანაბრად დატვირთული ბაგირის შლეიფის გაანგარიშების მაგალითი მყარი დეფორმირებადი ტანის დისკრეტული წარმოდგენის საფუძველზე (დემო-ვერსია).

  3. მოქნილი ღეროს მოდელირება-გაანგარიშება დისკრეტული წარმოდგენის საფუძველზე (დემო-ვერსია).