გრიგოლ წულუკიძის   

სამთო ინსტიტუტი  

 

მთავარი გვერდი

გვერდის რუკა

დაგვიკავშირდით

 
    ცენტრის უფროსი, მთავარი კონსტრუქტორი - აკად.დოქტორი გიორგი ჯავახიშვილი      
   

 

ე.მინდელის ქ.7
II სართული
ტელ.:
 +(995 32) 2329113 

ფაქსი: +(995 32) 2325990
ელ-ფოსტა: 
project.mining.inst@mail.com

     
             
        საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს და ფუნქციონირებს ამ უკანასკნელის წესდების საფუძველზე.  

საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის დებულება

ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

  • საპროექტო-საკონსტრუქტორო ჯგუფი;
  • საინჟინრო სისტემების პროექტირების ჯგუფი;
  • საინჟინრო გეოლოგიური და გეოდეზიური ჯგუფი;
  • ავტომატიზირებული პროექტირების ჯგუფი.         
   
   

საპროექტო-საკონსტრუქტორო ჯგუფი:

   
   
  1. კონსტრუქციების საანგარიშო სქემების დადგენა, მათი დამუშავების და გაანგარიშების უზრუნველყოფა.

  2. სამოქალაქო-სამრეწველო საინჟინრო და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილების შედგენა-დამუშავება.

  3. ობიექტის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.

  4. საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.

  5. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტების შედგენა.

  6. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ-რესურსული მეთოდით, მოქმედი ნორმატიული აქტების და აგრეთვე მიმდინარე საბაზო ფასების მიხედვით.

  7. შესრულებული სამუშაოების მოცულობების და საჭირო მასალების რაოდენობის განსაზღვრა.

  8. დეფექტური აქტების შედგენა.
   
   

   
   

მიწისქვეშა ნაგებობების, საცავებისა და გვირაბების დაპროექტება

გზებისა და მცირე საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება

   
   
   
     

საინჟინრო სისტემების პროექტირების ჯგუფი;

   
   

1.  მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების შერჩევა და მათი ექსპლუატაციის კონტროლის წარმოება.

2. საინჟინრო ნაგებობების ენერგომომარაგების პროექტების შედგენა.

3. საინჟინრო ნაგებობების წყალსადენ-კანალიზაციის სისტმების პროექტების შედგენა.

4. საინჟინრო ნაგებობების გათბობით უზრუნველყოფის პროექტების შედგენა.

5. საინჟინრო ნაგებობების ვენტილაციით უზრუნველყოფის პროექტების შედგენა და მათი თბოფიზიკური და აეროდინამიკური გაანგარიშებების განხორციელება. სავენტილაციო სისტემების დაპროექტება კლიმატკონტროლით და მათ გარეშე.

 

   
   

   

სავენტილაციო სისტემების დაპროექტება 

   

წყალმოცილებისა და სადრენაჟო

სისტემების დაპროექტება

     
   

ავტომატიზირებული პროექტირების ჯგუფი:

1.     პროექტირებისათვის აუცილებელი საწყისი მონაცემების შეგროვება.

2.     საპროექტო დოკუმენტაციის დადგენა და დამუშავება თანამედროვე კომპიუტერული სისტემების საშუალებით.

3.     საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დამკვეთისათვის გადასაცემად.

4.     აზომვითი სამუშაოების წარმოება და დეფექტური აქტების შედგენა.

 

   

საინჟინრო გეოლოგიური და გეოდეზიური ჯგუფი;

1.   საყრდენი გეოდეზიური ქსელის შექმნა და გეოდეზიური წერტილების განსაზღვრა.

2.   გეოდეზიური წერტილების ადგილზე პოვნა და საველე ტოპოგრაფიული აგეგმვა.

3.   აზომვის შედეგების კამელარული დამუშავება და მისი გრაფიკულად გამოსახვის უზრუნველყოფა;

4.   საინჟინრო ნაგებობათა დაკვალვითი სამუშაოების წარმოება და გეოდეზიური კონტროლის მოხდენა;

5.   ორიენტირების ამოცანების გადაწყვეტა.

6.   მარკშეიდერული ქსელის შექმნა და მარკშეიდერული წერტილების განსაზღვრა.

7.   მიწისქვეშა აგეგმვითი სამუშაოების წარმოება და მათი გრაფიკულად გამოსახვის უზრუნველყოფა.

8.   გვირაბებისათვის მიმართულების მიცემის და მარკშეიდერული კონტროლის განხორციელება.

სამშენებლო ტერიტორიების საინჟინრო გეოლოგიური შეფასება და დიაგნოსტიკა

 

9.   მიწისქვეშა ნაგებობათა დაკვალვით სამუშაოების წარმოება და ასევე მარკშეიდერული კონტროლის მოხდენა.

10.  საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების ჩატარება.

11.  კვლევების შედეგების საფუძველზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადება.

 

 

         სამუშაოების მაღალი დონით შესასრულებლად გამოიყენება

          მაღალი სიზუსტის ხელსაწყოები:

 

                                                                GPS - სისტემა Leica GS-08plus;

                                                                ტაქეომეტრი (Total station) Leica TS-09 plus.

 

 

თანამშრომლები:

       
       
     

ბოლო განახლება:

  11/17/2017