ინგლისური ვერსია დაგვეკონტაქტეთ მთავარი გვერდი
     განყოფილების უფროსი - ტ. მ. . ლევან ჯაფარიძე 
     ე.მინდელის ქ.7
     II სართული, ოთ. 303-315
     ტელ.: +(995 32) 2300840
     ელ-ფოსტა:
levan@grdf.ge 

 

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
  • შახტების, მაღაროების და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, გარემოს ზემოქმედებისაგან მათი დაცვის ტექნოლოგიების სრულყოფა, კაპიტალური, მოსამზადებელი და საწმენდი გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ტექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;
  • გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების ირგვლივ ქანების მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასების მეთოდების სრულყოფა;
  • გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკურ, რეოლოგიურ და დინამიკურ დატვირთვებზე ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების მეთოდების და მათი კომპიუტერული პროგრამების შექმნა, გამოყენება კონკრეტულ მაგალითებზე;
  • ფენობრივ და ძარღვულ საბადოთა გახსნისა და მომზადების სქების ავტომატიზებული დაპროექტების მეთოდების დამუშავება მექანიზაციის თანამედროვე საშუალებების და საბაზო მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში ნახშირის სქელი ფენების ღრმა ჰორიზონტების დამუშავების ტექნოლოგიების სრულყოფა კომპლექსური მექანიზაციის, ჰიდროვსების და სხვა მეთოდების შერჩევითი გამოყენებით;
  • მანგანუმის საბადოების კომპლექსური დამუშავების მეთოდების შექმნა, წიაღისეულის რაციონალური და ეკოლოგიურად მისაღების სქემებით;
  • ჭიათურის საბადოს განმეორებითი დამუშავების ტექნოლოგიების შექმნა მაღალმწარმოებლური სამთო მანქანების და მექანიზმების გამოყენებით; 
  • მიწისქვეშა ნაგებობების არასანქცირებული (მათ შორის ტერორისტული) აფეთქების მავნე ზემოქმედებისაგან დამცავი მოწყობილობების და სისტემების შემუშავება; 
  • მიწისქვეშა ნაგებობების და გვირაბების განიავების ოპტიმალური სქემების შემუშავება და სავენტილაციო დანადგარების პარამეტრების სრულყოფა.
თანამშრომლები: