|
ღია სამთო
სამუშაოებისა
და აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილება აწარმოებს
სამუშაოებს შემდეგი მიმართულებებით:
რთული სტრუქტურის მქონე მადნეულ საბადოთა
კომპლექსური ათვისების
ტექნოლოგიები (გადახსნის
და მოპოვების ზონა),
საბადოთა მეორადი დამუშავების ტექნოლოგიები,
კარიერის
და სანაყაროების ფერდობის
მდგრადობის გათვლა,
საკომუნიკაციო ობიექტების მშენებლობის
ახალი
პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავება,
მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების მოპოვების
ახალი რესურსდამზოგი,
მოპოვებული პროდუქციის
მაღალი ხარისხისა
და მასივის მთლიანობის უზრუნველმყოფი ტექნოლოგია.
ბურღვა-აფეთქებითი
სამუშაოებით
გენერირებული სეისმური რხევების
გარემოზე
მავნე
ზემოქმედების
შესრულების ღონისძიებები და მჭიდროდ
დასახლებულ პუნქტებში სარეკონსტრუციო სამუშაოებისას ამორტიზირებული
შენობა-ნაგებობების
აფეთქებით დემონტაჟის
უსაფრთხო მეთოდების შემუშავება,
ახალი ფეთქებადი
ნივთიერებების შექმნა უტილიზირებული დენთების ბაზაზე და ა.შ.
მადნეულის ოქრო-სპილენძ-ბარიტ
პოლიმეტალური საბადოსთვის შემუშავდა გადახსნითი ზონის მაღალი
საფეხურებით დამუშავების ტექნოლოგია,
რომელიც უზრუნველყოფს სამთო სამუშაოების კონცენტრაციას და მათი
ღირებულების შემცირებას
25%-ით,
ჰორიზონტებისა და საკარიერო გზების შენახვის ხარჯების შემცირებას
20%-ით.
შემუშავებული ტექნოლოგია
საშუალებას გვაძლევს მოპოვების ზონაში
გავზარდოთ მუშა საფეხურების სიმაღლე
10მ-მდე
და აფეთქებული მადნის ნაშალის დამუშავება ვაწარმოოთ სელექციურად.
ამ ტექნოლოგიის გამოყენება
უზრუნველყოფს
მადნის გაღარიბებისა და დანაკარგების საპროექტო მაჩვენებლების
ოპტიმიზაციას
და მკვეთრად ზრდის
დამტვირთავი ტექნიკის და საბურღი დაზგების
მწარმოებლობას.
მადანშემცველი
სასარგებლო ფენის მეორადი დამუშავების ტექნოლოგია ხასიათდება
მადნის საკმაოდ მაღალი გაღარიბებით
(19-20%). შემუშავებული
ბულდოზერ-მაფხვიერებლის
გამოყენებით შრეებად დამუშავების ტექნოლოგია წინასწარი გათვლებით
8-10%-მდე
შეამცირებს მადნის გაღარიბებას და ხელს შეუწყობს ტექნიკური
საშუალებების მწარმოებლურობის ზრდას.
საბადოთა
ღია წესით დამუშავების ერთ-ერთ
ძირითად პრობლემას წარმოადგენს კარიერის ფერდობების
მდგრადობა.
დამუშავებული კარიერის ბორტის მდგრადი კუთხეების გათვლის
მეთოდი
უზრუნველყოფს ფერდობების მდგრადობის მაღალ ხარისხს, მათი დახრის
კუთხეების მაქსიმალური მნიშვნელობებისათვის, რაც თავის მხივ იწვევს
გადახსნითი სამუშაოების მოცულობების საგრძნობ შემცირებას.
მაგალითად,
მადნეულის კარიერის ფერდის დახრის კუთხის
1,0-ით
გაზრდა
3,5-5,0
მილიონ მ3-ით
ამცირებს გადასახსნელი ქანების მოცულობას.
მთელი
რიგი სამუშაოები ჩატარდა საბადოების გადამხურავი ქანების ფიზიკურ-მექანიკური
და ქიმიური თვისებების დასადგენად,
მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
გადამხურავი ქანები შეიცავს მაღალი ხარისხის ბეტონის და ასფალტ-ბეტონის
წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს,
შესაძლებელია დეკორატიული მინის და სილიკატური აგურის დამზადება. მათი
კვლავ ჩართვა საწარმოო პროცესებში უზრუნველყოფს მნიშვნელოვან
ეკონომიკურ ეფექტს.
განყოფილების
მუშაობის ერთ-ერთი
მთავარი მიმართულებაა მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების ბრიზანტული
ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენებით მოპოვების ტექნოლოგიის
შემუშავება.
ტრადიციულად,
წიაღისეულის მოპოვება ხორციელდება ბურღვა-აფეთქების
მეთოდის გამოყენებით,
რომელსაც თან ახლავს ახლომდებარე საინჟინრო ნაგებობებზე
აფეთქებისას წარმოქმნილი სეისმური ტალღების მავნე ზემოქმედება.
ღია სამთო სამუშაოების და აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების
მიერ დამუშავებულია და დადგენილია
ბურღვა-აფეთქებითი
სამუშაოების
წარმოების სრულყოფის მეთოდები,
რომელთა მიზანია აფეთქების მავნე სეისმური ზეგავლენისაგან
საინჟინრო ნაგებობების
ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების
მაქსიმალური დაცვა.
შემუშავებულია
აფეთქების სეისმური რხევების ინტენსიობის
განსაზღვრის მეთოდი.
დღეისათვის
აქტუალურია ახალი მაღალეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამრეწველო
ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია,
რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ყოფილ
ბაზებზე მიმდინარეობს ვადაგასული სამხედრო დანიშნულების მასალების
უტილიზირება,
ამ პროცესს თან სდევს დიდი რაოდენობით დენთებისა და მყარი სარაკეტო
საწვავის გამოთავისუფლება,
რომლებიც ექვემდებარებიან განადგურებას.
არსებობს მათი განადგურების ორი გზა:
აფეთქება და დაწვა.
ორივე მათგანი დაკავშირებულია სერიოზულ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ
პრობლემებთან.
განყოფილებაში შესრულდა სამუშაოები უტილიზირებული დენთებისა და
მყარი სარაკეტო საწვავის ჰიდროდინამიკური და ფეთქებადი
მახასიათებლების დადგენის მიზნით. მიღებული შედეგების საფუძველზე
შემუშავდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, იაფი სამრეწველო
დანიშნულების ფეთქებადი ნივთიერებების ნაირსახეობა. ჩატარდა მათი
სამრეწველო გამოცდა რის შედეგადაც დადგინდა, რომ ეს ფეთქებადი
ნივთიერებები თავისი ენერგეტიკული, ეკოლოგიური და ეკონომიკური
მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად აღემატება, საშუალო სამრეწველო
ფეთქებად ნივთიერებების მახასიათებლებს.
დამუშავდა მჭიდროდდასახლებულ პირობებში
შენობა-ნაგებობების აფეთქებით დემონტაჟის სეისმოუსაფრთხო
ტექნოლოგია, რომლის გამოყენებით ქ.ქ. თბილისში, ბათუმში,
ქობულეთში და დაბა ბობოყვათში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის
დაბალსართულიანი აგურისა და მაღალსართულიანი პანელური ტიპის,
შენობების აფეთქებით დემონტაჟი.
განყოფილებაში შემუშავდა და დაინერგა მოსაპირკეთებელი ქვის
ბლოკების მოპოვების ახალი ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს
სპეციალურად მასრების საშუალებით ფეთქებადი ნივთიერების
გამოტანას
გარეთ,
რაც განაპირობებს მოპოვებული სასარგებლო პროდუქციის (ქვის
ბლოკის) სტრუქტურულ მთლიანობას და უზრუნველყოფს მასივის
დაუზიანებლობას.
განყოფილებაში
კომერციალიზაციისათვის მომზადებულია შემდეგი სამუშაოები:
-
საბადოს
დამუშავების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ბიზნეს-გეგმის
დამუშავება.
-
ღია
სამთო
სამუშაოების
დაპროექტება.
-
მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების მოპოვების ახალი რესურსდამზოგი
მაღალრენტაბელური,
პროდუქციისა და მასივის მთლიანობის
უზრუნველმყოფელი ტექნოლოგია.
-
ფერდობების
მდგრადობის პირობების დადგენა.
-
ბურღვა-აფეთქებითი
სამუშაოების პროექტირების კომპიუტერული პროგრამა, ახალი და
მომქმედი კარიერებისათვის.
-
საინჟინრო-ნაგებობების
აფეთქებით დემონტაჟის პროექტირება.
-
აფეთქებითი
სამუშაოების
გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების
შემუშავება და მონიტორინგი.
-
ფეთქებადი
ნივთიერებებისა
და აფეთქების საშუალებების ტესტირება-ექსპერტიზა.
|