|
განყოფილება
გ.წულუკიძის
ინსტიტუტში
ფუნქციონირებს
2006 წლის
ნოემბრიდან.
იგი
ჩამოყალიბდა
მილსადენი
ტრანსპორტისა
და
ჰიდროაეროდინამიკის
და
საბაგირო
ტრანსპორტის
ლაბორატორიების
გაერთიანების
საფუძველზე.
იმ
ლაბორატორიებიდან,
რომელთა
საფუძველზეც
მოხდა
განყოფილების
ჩამოყალიბება
საბაზისოს
წარმოადგენს
მილსადენი
ტრანსპორტისა
და
ჰიდრომექანიზაციის
ლაბორატორია,
რომელიც
შეიქმნა
ჯერ კიდევ 1965
წელს.
პროფილის
მიხედვით
იგი
ერთადერთია
მთელ
ამიერკავკასიაში.
აღნიშნული
პერიოდის
განმავლობაში
ლაბორატორიაში
მუშაობდა
და დღესაც
მუშაობს
დარგის
ცნობილი
სპეციალისტები
არა მხოლოდ
ჩვენს
ქვეყანაში,
არამედ მის
ფარგლებს
გარეთაც –
ტექნიკის
მეცნიერებათა
დოქტორები:
ა.ჯვარშეიშვილი,
ლ. მახარაძე,
გ.ყირმელაშვილი,
თ.გოჩიტაშვილი,
ვ.სილაგაძე,
მ.გელენიძე.
ყველა
მათგანმა
ლაბორატორიაში
მუშაობის
პერიოდში
მოამზადა
და დაიცვა
სადოქტორო
დისერტაცია.
ამავე
ლაბორატორიაში
მომზადებული
და დაცულია
საკანდიდატო
დისერტაციები
შემდეგი
მეცნიერ
თანამშრომლების
მიერ:
გ.ყირმელაშვილი,
ლ. მახარაძე,
თ.გოჩიტაშვილი,
მ.გელენიძე,
ა.ინაშვილი,
ქ.შუბითიძე,
შ.შავგულიძე,
მ.ჯანგიძე,
ზ.ბათხაძე,
დ.სულაბერიძე,
ლ.ალიოხინი,
თ.წამალაშვილი,
ბ.ტურაბელიძე,
მ.კუცია.
საქართველოს
ტექნიკურ
უნივერსიტეტში
სამეცნიერო
–
პედაგოგიური
მოღვაწეობისათვის
ა.ჯვარშეიშვილს,
ლ.
მახარაძეს,
გ.ყირმელაშვილს,
თ.გოჩიტაშვილს
მიენიჭათ
პროფესორის
სამეცნიერო
წოდება.
მილსადენი
ტრანსპორტის
პრობლემებზე
დღესდღეობით
მუშაობს
ხუთი
ტექნიკის
მეცნიერებათა
დოქტორი:
ლ.
მახარაძე,
თ.გოჩიტაშვილი,
ვ.სილაგაძე,
მ.გელენიძე,
ლ.გავაშელი.
აღნიშნული
პერიოდის
განმავლობაში
ლაბორატორიის
თანამშრომლების
მიერ
გამოქვეყნებული
იქნა 1000-მდე
სამეცნიერო
ნაშრომი,
მათ შორის 14
მონოგრაფია,
10
სახელმძღვანელო
უმაღლესი
სკოლისათვის,
2 საკავშირო
ნორმატიული
დოკუმენტი,
ხოლო 200-ზე
მეტი
სამეცნიერო
- ტექნიკური
გადაწყვეტა
აღიარებულია
გამოგონებად
და დაცულია
საავტორო
მოწმობებითა
და
პატენტებით.
|
|
|
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
მილსადენი ტრანსპორტი:
-
მილსადენებით ჰიდროტრანსპორტირების სისტემების გარდამავალი
რეჟიმების, არასტაციონარული პროცესების შესწავლა და ჰიდრავლიკური
დარტყმებისგან (წნევის მნიშვნელოვან ფარგლებში უეცარი მატებისგან)
დამცავი ეფექტური საშუალებებისა და ხერხების დამუშავება;
-
მილსადენებისა
და მოწყობილობების ჰიდროაბრაზიული ცვეთის შესწავლა და მის
შესამცირებლად ეფექტური ხერხებისა და საშუალებების დამუშავება;
-
ჰიდრონარევების შორ მანძილებზე ტრანსპორტირებისათვის საჭირო მაღალი
წნევის და ცვეთამედეგობის მანქანა-დანადგარების (ძირითადად
ცენტრიდანული და დგუშიანი ტუმბოების) შექმნა;
-
ჰიდრონარევის ეფექტური გაუწყლოების საშულებების, კლასიფიკატორების
სქემებისა და კონსტრუქციების დამუშავება;
-
მილსადენების და მოწყობილობების მდგომარეობის ტექნიკური
დიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკის სრულყოფილი მეთოდოლოგიური საფუძვლების
დამუშავება;
-
ჰიდროსატრანსპორტო სისტემების უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის
კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება.
საბაგირო გზების ტექნიკა:
-
მეჩხერი ბაგირ-ღეროვანი და სხვა ანალოგიური სტრუქტურების კომპუტერული
მოდელების და გაანგარიშების მეთოდების, სათანადო პროგრამული
უზრუნველყოფის შემუშავება და გამოყენება;
-
ბაგირგზების და სხვა ამწე- სატრანსპორტო მექანიზმების უსაფრთხოების
ხარისხის ექსპერტიზის ალგორითმისა და ანალიზის მეთოდოლოგიის
შემუშავება და გამოყენება;
-
საბაგირო საევაკუაციო მოწყობილობის კონსტრუქციების შექმნა, აგება და
გამოცდა;
-
ბაგირგზების ავტომატიზაცია, მზის ენერგიის გამოყენება;
-
საქართველოში ბაგირგზების განვითარების პროგრამისა და რეგიონალური
კადასტრის შემუშავება;
-
ბაგირგზების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის არსებული
ნორმატიული დოკუმენტების რედაქტირება და ევრონორმებთან ჰარმონიზაცია;
ბაგირგზების დარგში ქართული ტერმინოლოგიისა და ლექსიკონების
დამუშავება;
-
მინი და მობილური ხიდების, ვანტური ტიპის ბაგირგზებისა და მსგავსი
სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციათა დამუშავება და კვლევა;
-
ბაგირისა და გავრცობილი ლითონის კონსტრუქციების, მათ შორის მილების
მაგნიტური და სხვა ურღვევი დეფექტოსკოპიის მეთოდების და საშუალებების
დამუშავება, დამზადება და გამოყენება;
-
დიაგნოსტიკის მეთოდების სრულყოფა და ხელსაწყოების შექმნა
მდგომარეობის უწყვეტი და ურღვევი კონტროლის განხორციელების და
საბაგირო ტრანსპორტის საიმედოობის გაზრდის მიზნით.
|
|