Home Contact Us
 განყოფილების ხელმძღ. - ფიზ-მათ.მეცნ.დოქტ. ელგუჯა ჩაგელიშვილი 

 

ე.მინდელის ქ.7
I სართული, ოთახი 117
ტელ.: +(995 32) 300840
ელ-ფოსტა:
chageli@yahoo.com  

 
               წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალების და სამთო ნარჩენების გადამუშავების განყოფილება არის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების შესრულებას ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებული ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად, კერძოდ:
               მრავალკომპონენტიან სისტემებში ფაზათა ურთიერთობის  ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით შესწავლის საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და მაღალტექნოლოგიური მასალების მიღებისათვის ეფექტური ტექნოლოგიების კვლევას და დამუშავებას.
           საერთოდ, თანამედროვე სამთამადნო მრეწველობაში და განსაკუთრებით დღევანდელი საქართველოსათვის პრობლემას წარმოადგენს წიაღისეულის კომლექსური გამდიდრება, სამთო ნარჩენების მომგებიანი გადამუშავება,  რესურსმომჭირნეობა ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობებში და დაჭუჭყიანებული წყლების გაწმენდა.
   
       ახალი ტექნოლოგიების დამუშავებისა და ძველის სრულყოფისათვის საჭიროა დამლექ  მანქანებში  წყლის  დამატებითი  რხევების,  მაგნიტურ  სეპარატორში  იმპულსური მაგნიტური  ველის,  ხრახნიან  სეპარატორებში  ცენტრიდანული  და  ვერტიკალური  ძალების  სიდიდეების  გათვალისწინებით  პროცესების  კვლევა  და  მანქანის  დანადგარების  დამუშავება,  ჰაერ-წყალ-მყარ  ფაზათა  გამყოფ  მოძრავ   საზღვარზე  მიმდინარე  ადსორბციულ-დესორბციული  პროცესების  კვლევა  და ფიზიკო-ქიმიური ჰიდროდინამიკური  პარამეტრების  დადგენა.

             მარგი   წიაღისეულთა  გამდიდრების  პროცესებში  გამოვლენილი  იქნა  სიდიდები,  რომელთაც  ყველაზე  დიდი  გავლენა  აქვთ  მინერალების  გაყოფის  ეფექტურობაზე.  ასეთებია  დალექვის  პროცესისათვის საგებისა  და  განსაშრევებელი მასალის  გაფხვიერადობის   შემფასებელი  სიდიდე,  მძიმე  გარემონი  პროცესისათვის  პულპის  სიმკვრივისა  და  სიბლანტის  სიდიდე, მაგნიტური  პროცესისათვის  მაგნიტური  მინერალების  რაოდენობის  შემფასებელი  სიდიდე,  ფლოტაციური  პროცესისათვის  დაქუცმაცებული  მასალის  რაოდენობის  სიდიდე.  ჩამოთვლილი  სიდიდებისათვის   დამუშავებულია  გამზომი  მოწყობილობის  ესკიზები, მოცემული  სიდიდეების  გათვალისწინებით  მიღებულია  პროცესების  მართვის  პრინციპები,  მართვის  პრინციპების  მიხედვით  მიმდინარეობს  თითეული  პროცესის  კონტროლის  კვლევა,  აგრეთვე  კვლევა  ხორციელდება  გამდიდრების  (გაყოფის)  სირთულის  შეფასების  სიდიდის  დადგენის  და  მისი  უწყვეტად  გაზომვის  საკითხებზე.

 

აფეთქების   ენერგიის  გამოყენება მაღალტექნოლოგიური   მასალების   მისაღებად;

ახალი  მასალების  სინთეზი,

სხვადასხვა  გვაროვანი  ლითონების  შედუღება  აფეთქების  ენერგიის  გამოყენებით,

ნანოკრისტალური  და ჩველებრივი  ფხვნილების   დაწნეხვა   როგორც  ნორმალური  ტემპერატურის  პირობებში  ასევე  წინასწარი  გაცხელებით,

ზესალი  ლითონოკერამიკული  მასალების   განმტკიცება  და   ცვეთამედეგობის  გაზრდა,

ნანოკრისტალური  სილიციუმის  Si- ბაზაზე  ახალი  ენერგო  ტევადი  მასალების  მიღება,

მონოკრისტალლური  და  პოლიკრისტალური  ალმასების  მიღება  აფეთქების  ენერგიისა  და  წინასწარ  გახურების  გამოყენებით;  

რადიაციული  ნარჩენების  შესანახი   კონტეინერების  დამზადება.

           მაღალტექნოლოგიური, ახალი მასალების მისაღებად გამოიყენება ცხლად აფეთქებით დაწნეხვის და ფაზური გარდაქმნის ტექნოლოგიები. ახალ მასალებს განეკუთვნებიან ნანოკრისტალური და მაღალი სისალის  მქონე მასალები უნიკალური ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით.
          კვლევისათვის გამოიყენება ინსტიტუტში არსებული უნიკალური ასაფეთქებელი კამერები, თანამედროვე რენდგენოსტრუქტურული, ელექტრონული, ულტრაიისფერი და ჩვეულებრივი მიკროსკოპია, საფლოტაციო, გრავიტაციული და მაგნიტურ-ელექტრონული სეპარაციის ლაბორატორიული მანქანა-დანადგარები, სამტვრეველები, წისქვილები  და სხვა. მომავალში მოხდება ქიმიური ანალიზისთვის  საჭირო ახალი  ხელსაწყოების შეძენა და მეთოდების ათვისება.

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
  • წიაღისეულის გამდიდრების პროცესების სრულყოფა;
  • პოლიმეტალური მადნების უციანიდო ფლოტაციის ტექნოლოგიის კვლევა;
  • კუდების და შლამების გამდიდრების ტექნოლოგიის კვლევა და სქემის დადგენა;
  • ნახშირებიდან სუსპენზიური საწვავის მიღების ტექნოლოგიური სრულყოფა;
  • სპილენძ-თუთიის სულფიდური მადნის გამდიდრების ახალი ტექნოლოგიის დამუშავება;
  • ოქროს შემცველი ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიის სრულყოფა;
  • კონკურენტუნარიანი კონცენტრატების ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებით მიღება;
  • დანაკარგების შემცირების და ნარჩენების გადამუშავებასთან ერთად ახალი მაღალტექნოლოგიური მასალების მიღების ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება და გამოყენება.

 

თანამშრომლები: