გრიგოლ წულუკიძის   

სამთო ინსტიტუტი  

 

მთავარი გვერდი

გვერდის რუკა დაგვიკავშირდით

 
    ლაბორატორიის გამგე - ტ.მ.დ. ლეონ მახარაძე      
   

ე.მინდელის ქ.7
I-II
სართული, ოთახი 115, 116, 118, 120, 218, 222, 224, 226
ტელ.: 
+(995 32) 2321978
ელ-ფოსტა: lmakharadze@rambler.ru
     
             
   

კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორია სტრუქტურულად შედის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილებაში.

2006 წელს მილსადენი ტრანსპორტისა და ჰიდროაეროდინამიკის და საბაგირო ტრანსპორტის ლაბორატორიების გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება, რომელიც 2012 წელს გადაკეთდა კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიად.
             მილსადენი ტრანსპორტისა და ჰიდრომექანიზაციის ლაბორატორია შეიქმნა ჯერ კიდევ 1965 წელს. პროფილის მიხედვით იგი ერთადერთია მთელ ამიერკავკასიაში.
(ერთერთი პირველი იყო საბჭოთა კავშირშიც). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ლაბორატორიაში მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ დარგის ცნობილი სპეციალისტები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ა.ჯვარშეიშვილი, ლ. მახარაძე, გ.ყირმელაშვილი, თ.გოჩიტაშვილი, ვ.სილაგაძე, მ.გელენიძე. ყველა მათგანმა ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდში მოამზადა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.  

ამ მიმართულებით შესრულებული კვლევების (თეორიული ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტები) მოხსენიებულია 100ზე მეტ საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ კონგრესებზე, სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე და კოლოკვიუმებზე.

შესრულებული კვლევის შედეგები ჩანერგილია საბჭოთა კავშირისა და საქართველოს 70მდე მსხვილ სამრეწველო ობიექტზე, რის შედეგადაც მიღებულია რამდენიმე ასეული მილიონი ეკონომია, მიღწეულია გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან.
             ამავე ლაბორატორიაში მომზადებული და დაცულია საკანდიდატო დისერტაციები შემდეგი მეცნიერ თანამშრომლების მიერ: გ.ყირმელაშვილი, ლ. მახარაძე,  თ.გოჩიტაშვილი, მ.გელენიძე, ა.ინაშვილი, ქ.შუბითიძე, შ.შავგულიძე, მ.ჯანგიძე, ზ.ბათხაძე, დ.სულაბერიძე, ლ.ალიოხინი, თ.წამალაშვილი, ბ.ტურაბელიძე, მ.კუცია.  
         საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო
-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ა.ჯვარშეიშვილს, ლ. მახარაძეს, გ.ყირმელაშვილს, თ.გოჩიტაშვილს მიენიჭათ პროფესორის სამეცნიერო წოდება.  
             მილსადენი ტრანსპორტის პრობლემებზე დღესდღეობით მუშაობ
ენ და თანამშრომლობენ  ხუთი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი:  ლ. მახარაძე, თ.გოჩიტაშვილი, ვ.სილაგაძე, მ.გელენიძე, ლ.გავაშელი.  
             აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული იქნა 1000-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1
5 მონოგრაფია, 13 სახელმძღვანელო უმაღლესი ტექნიკური სკოლისათვის, 2 საკავშირო ნორმატიული დოკუმენტი, ხოლო 200-ზე მეტი სამეცნიერო - ტექნიკური გადაწყვეტა აღიარებულია გამოგონებად და დაცულია საავტორო მოწმობებითა და პატენტებით.

ლაბორატორია ორი მიმართულებით: გარდამავალი რეჟიმები და არასტაციონარული პროცესები სადაწნეო მილსადენ ჰიდროსატრანსპორტო სისტემებში და მათი ჰიდრავლიკური დარტყმებისაგან დაცვა; სადაწნო ჰიდროსატრანსპორტო სისტემების მილსადენებისა და მოწყობილობების ჰიდროაბრაზიული დაცვა, სათავოდ იყო აღიარებული საბჭოთა კავშირში. ორივე მიმართულებით ლაბორატორიაში დამუშავებული იქნა საკავშირო სახელმწიფო ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება დღესდღეობითაც ყოფილი საბჭთა კავშირის ქვეყნებში.

ლაბორატორიაში საფუძველი ჩაეყარა პლაზმური ტექნოლოგიების გამოყენებას ტექნიკის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, სამთო საქმეში. დამუშავდა შესაბამისი დარგის თეორიები და დამზადდა საცდელი კონსტრუქციები.

გარდა საბაზო დაფინანსებისა, აღნიშნული მიმართულებით ლაბორატორიაში საგრანტო პროექტების სახით შესრულებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამი გრანტი: N8,8 (19972003 წლები); ლაბორატორიის თანამშრომლების მონაწილეობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამი გრანტი: GNSF (ST3-389 (2009-2011  წლები); GNSF (ST09_794_3_109 (2010-2012  წლები); N11/02(2012-2014  წლები); NATO- ს სამეცნიერო პროგრამით ორი გრანტი: G-2483-TB(02-2002-2003  წლები); SFP 980981 (2005-2010 წლები).

 

კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის მეორე ძირითადი მიმართულებაა საბაგირო ტრსნსპორტი, რომელმაც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით ფუნქციონირება დაიწყო სამთო ინსტიტუტის დაარსების დღიდანვე 1957 წლიდან (ხელმძღვანელები: მეცნ. აკადემიის წევრკორესპონდენტი, პროფ. კ.ბარამიძე, ტ.მ.დ. ვლ.კალანდაძე). ბაგირგზების მიმართულებამ შემდგომი განვითარება ჰპოვა 1974 წლიდან, როდესაც ინსტიტუტში ე.მინდელის ინიციატივით პარალელურად შეიქმნა ბაგირთა სისტემების დინამიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორია (ხელმძღვანელი ტ.მ.დ. დ.პატარაია)

საბაგირო ტრანსპორტის აქტუალურ საკითხებზე მოამზადა და დაიცვა დისერტაცია ინსტიტუტის 15 თანამშრომელმა. მათ შორის: ვლ.კალანდაძემ, დ.პატარაიამ, ნ.სულაბერიძემ, კ.ხატიაშვილმა, გ.ნოზაძემ. დ.პატარაიას  მიენიჭა პროფესორის წოდება.

ამჟამად კვლევები მიმდინარეობს საბაგირო ტრანსპორტის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. უფრო მეტიც, ტექნიკისა და პრაქტიკის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გაფართოვდა ინტერესებისა  და კვლევათა სფერო, სულ უფრო მეტი ადგილი ეთმობა მოდელირებისა და კომპიუტერული ტექნოლიგიების გამოყენებას, განსაკუთრებით გავრცობილი ბაგირღეროვანი სტრუქტურების, მათ შორის კიდული ხიდების და კოსმოსური ანტენების კვლევისას.

საბაგირო ტრანსპორტის მიმართულებით, ლაბორატორიის თანამშრომელთა სამეცნიერო შრომები და გამოგონებები 750ზე მეტი, გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცემლობების მიერ.

        

   
   

 

საბაგირო ტრანსპორტის დარგში სამთო ინსტიტუტში შესრულებული კვლევები და დამუავებები (დ.პატარაია. ა.ქართველიშვილი, 2010, სტატია)

   
     

 

     
    ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:    
   
  • მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების მუშაობის რეჟიმების შესწავლა და ჰიდრავლიკური დარტყმებისგან დამცავი ეფექტური საშუალებების  დამუშავება;

  • მილსადენებისა და მოწყობილობების ჰიდროაბრაზიული ცვეთის შესწავლა და მის შესამცირებლად ეფექტური ხერხებისა და საშუალებების დამუშავება;

  • მილსადენების და მოწყობილობების მდგომარეობის ტექნიკური დიაგნოსტიკა;

  • ჰიდროსატრანსპორტო სისტემების უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის  ღონისძიებების შემუშავება;

  • სამთო და სამთამადნო მრეწველობის და თავდაცვის ობიექტების წყალმომარაგების, წყალამოღვრის და ვენტილაციის სიტემების გაანგარიშებისა და დაპროექტების პრობლემების შესწავლა;

  • ლითონური და არალითონური მასალების ჭრისა და შედუღებისათვის, ქანების ჭრისა და სამშენებლო მასალების ზედაპირის მოპირკეთებისათვის პლაზმური ტექნოლოგიების დამუშავება და კვლევა;

  • ბაგირგზების ბაგირების და მათთან დაკავშირებული კვანძების მდგომარეობის ტექნიკური დიაგნოსტიკა;

  • ბაგირღეროვანი სატრანსპორტო სტრუქტურების და ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების მოდელირება, გაანგარიშება და ექსპერტიზა;

  • ბაგირგზების ავტომატიზაცია და უსაფრთხოების დონის ექსპერტიზა;

  • ბაგირების, ლითონის მილების და სამშენებლო ლითონკონსტრუქციების დეფექტოსკოპიის მეთოდების და საშუალებების დამუშავება და გამოყენება.

   
    კომერციალიზაციისათვის მომზადებული სამუშაოები:    
   

         1. ბაგირგზებისა და სხვა გავრცობილი ბაგირღეროვანი ლითონკონსტრუქციების გაანგარიშება დისკრეტული მოდელის საფუძველზე.

   
    საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო შესაძლებლობები:    
   
  • მილსადენი ჰიდროსატრანსპორტო სისტემების (პულპსადენების, წყალსადენების, ნავთობსადენების,  ნავთობპროდუქტსადენების, გაზსადენების) გაანგარიშების, ექსპერტიზის, დაპროექტების, ექსპლუატაციის და მონიტორინგის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები;

  • ბაგირგზების დაპროექტება, ნებისმიერი სირთულის ბაგირ-ღეროვანი სისტემების მოდელირება, გაანგარიშება და ექსპერტიზა;

  • ბაგირგზების და ამწე დანადგარების უსაფრთხოების ანალიზი;

  • ბაგირგზების, ლიფტების და სხვა ამწე დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მუშაუნარიანობის შეფასება.

 

   
    სამეცნიერო პროექტები:    
   
  1. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი 230/28 "პრაქტიკაში გავრცელებული რთული გეომეტრიის მქონე კონსტრუქციების მოდელირება და გაანგარიშება (ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტი (20142015);

  2. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი 17/60  "მრავალფუნქციური ვანტური ხიდი ბაგირგზის დამუშავება და კვლევა" (2010-2012);

  3. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი 747/07 "ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური მეჩხერი ბაგირულ - ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და გაანგარიშების მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა" (2009);

  4. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი GNSF/ST 07/7.243 "ბაგირული საევაკუაციო სისტემის საცდელი ნიმუშის შექმნა და ექსპერიმენტული კვლევა" (2008)

   
             
             
    თანამშრომლები:    
       

ბოლო განახლება:  10/02/2017