გრიგოლ წულუკიძის   

სამთო ინსტიტუტი  

 

მთავარი გვერდი

გვერდის რუკა დაგვიკავშირდით

 
    ლაბორატორიის გამგე - აკად.დოქტორი ედგარ მატარაძე      
   

ე.მინდელის ქ.7
I სართული, ოთ. 101
ტელ.: +(995 32) 2321688

ფაქსი: +(995 32) 2325990
ელ-ფოსტა: mataradze@mining.org.ge

ვებ-საიტი:  http://ept.ge/geo/news/573/

     
             
   

            საქართველოსა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოების დონის ამაღლება უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის განვითარების დღევანდელ ეტაპზე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიხედვით ტერორიზმი მნიშვნელოვანი საფრთხეა ეროვნული უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით მეზობელ რეგიონებში ტერორისტული კერების გათვალისწინებით. საქართველო, როგორც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიაციის აქტიური მონაწილე, შესაძლოა იქცეს საერთაშორისო ტერორისტული აქტების სამიზნედ. ტერორისტული აქტები შეიძლება განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაზე ან/და ობიექტებზე.

აფეთქებისგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორიის სამუშაოების ძირითად ობიექტს წარმოადგენს ტერორისტული და შემთხვევითი აფეთქებების ზემოქმედებისაგან ინფრასტრუქტურის დაცვის და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და საშუალებების შემუშავება.

   
             
   

   
         
    ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:    
   
  • ტერორისტული და შემთხვევითი აფეთქებების საფრთხისა და რისკის დონის შეფასება;

  • სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის ობიექტების ტერორისტული და შემთხვევითი აფეთქებებისაგან დაცვის ღონისძიებების შემუშავება;   

  • მიწისქვეშა და ზედაპირულ ნაგებობებზე აფეთქების ზემოქმედებისას განვითარებული დინამიკური დატვირთვების გაანგარიშების მეთოდები;

  • გვირაბებში შემთხვევითი და ტერორისტული აფეთქებისაგან ხალხისა და მოწყობილობის დამცავი სისტემები;

  • ქვანახშირის შახტებში მეთანისა და ნახშირის მტვრის აფეთქებისაგან დამცავი სისტემები;

  • აფეთქების და/ან ხანძრის დეტექტირების სისტემები;

  • აფეთქების ზემოქმედებისადმი ადაპტური მექანიზებული სამაგრები მადნის მომპოვებელი მაღაროებისათვის.

   
    ექსპერიმენტული ბაზა:    
   

აფეთქების ეფექტის ექსპერიმენტული კვლევები სრულდება ინსტიტუტის მიწისქვეშა კამერაში, რომელიც აღჭურვილია აფეთქების პროცესების კვლევის თანამედროვე სამეცნიერო აპარატურით.

 

   
    კომერციალიზაციისათვის მომზადებული სამუშაოები:    
   
  1. გვირაბებში შემთხვევითი და ტერორისტული აფეთქებისაგან ხალხისა და მოწყობილობის დამცავი ავტომატური სისტემა

  2. აფეთქების და/ან ხანძრის დეტექტირებისა და სამაშველო სამსახურისთვის ინფორმაციის გადაცემის უმავთულო სისტემა

   
    ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც უზრუნველყოფს ლაბორატორია:    
   
  • სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საფრთხეების შეფასება, აფეთქების ზემოქმედების კომპიუტერული მოდელირება  და ანტიტერორისტული ღონისძიებების შემუშავება;

  • სახიფათო მასალების საწყობების უსაფრთხოების ღონისძიებების დაპროექტება;

  • უსაფრთხოების ბარიერებისა და აფეთქებამედეგი კარებების კონსტრუქციების შერჩევა;

  • სხვადასხვა ობიექტებისა და სამშენებლო ელემენტების (მაგალითად, ბეტონის, ფოლადის, გარსაცმის)  აფეთქებამედეგობის ტესტირება;

  • აფეთქების ზემოქმედებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანები,

  • მაგარი ქანებისა და ბეტონის აუფეთქებლად  რღვევის პროექტის შემუშავება (აუფეთქებლად დამრღვევი აგენტის გამოყენებით).

 

   
    სამეცნიერო პროექტები:    
   
  1. ISTC № G-2209  "აფეთქებებისგან დაცვის სისტემა" (System for Protection from Explosions) (20162019).

  2. NATO SPS 984595 მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან -  თანადირექტორი ნ.ჩიხრაძე (ივლისი, 2014 - ივლისი, 2017).

  3. შრესფ დ-13/02 გვირაბებში შემთხვევითი და ტერორისტული აფეთქების და/ან ხანძრის დეტექტირების ინტეგრირებული უსადენო სისტემის შემუშავება, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (20.12.2012 -20.12.2015).

  4. შრესფ #491 "ქვანახშირის შახტებში მეთანის აფეთქებისას ხალხის დამცავი ავტომატური სისტემა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  (სესფ) (2009-2012).

  5. NATO #SfP980981 "მიწისქვეშა ნაგებობებში ხალხისა და მოწყობილობის ტერორისტული აფეთქებისაგან დაცვის სისტემის  შემუშავება", NATO-ს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისათვის (2005-2010).

  6. GRDF  #GEB1-4022-TB-07 "აუფეთქებლად დამრღვევი ნივთიერების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს მინერალური ნედლეულის ბაზაზე" (2007-2008).

  7. CRDF  #G2-2483-TB-02 "ხალხის დაცვა ტერორისტული აფეთქებისაგან მიწისქვეშა ნაგებობებში" (2002-2003).

  8. JICA- პროექტი "საქართველოს სამთო მრეწველობის განვითარების გენერალური გეგმა" - იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (2002-2003).

  9. "საქართველოსცირე სამთო საწარმოთა ასოციაციის ჩამოყალიბება" - ფონდი ევრაზია (2000).

   
    თანამშრომლები:    
       
       

ბოლო განახლება:  12/11/2017