Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

 

 მთავარი გვერდი » ჩვენს შესახებ » ისტორია

ინსტიტუტის ისტორია

           ინსტიტუტი დაარსდა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მეტალისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებისა და საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1957-1973 წ.წ.) იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ა. ძიძიგური.  

 
 

1957 წლიდან ინსტიტუტს მიენიჭა გრიგოლ წულუკიძის სახელი. იგი იყო გამოჩენილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ინსტიტუტი ერთადერთი სპეციალიზირებული სამეცნიერო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში, სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ფუნდამენტალური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები სამთო საქმის აქტუალური საემცნიერო-ტექნიკური მიმართულებით.
        

 
               1973-1980 წ.წ. ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი და დიდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე.მინდელი. უნდა აღინიშნოს მისი უდიდესი წვლილი ინსტიტუტის შენობა-ნაგებობების და ლაბორატორიული ბაზების შექმნისა და აღჭურვის საქმეში.    
               1980-1988 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ი. ზურაბიშვილი  
 

1988-2006 წლებში კი ინსტიტუტის  დირექტორი გახლდათ ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლ. ჯაფარიძე.

საქართველოს მთავრობის 2006 წ. 16 მარტის #58 დადგენილებით ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.  

 
         
   

საავტორო უფლებები © 2003, სამთო ინსტიტუტი.
ყველა უფლება დაცულია