სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

 ა ც ხ ა დ ე ბ ს

ღ ი ა   კ ო ნ კ უ რ ს ს

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

 1.  მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   -   3 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი                     -  4 საშტატო ერთეული

 

2.  ღია სამთო სამუშაოების და აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   -   2 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი                     -   3 საშტატო ერთეული

 

3.  ქანების თვისებების და  მასივში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კვლევის განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   -   2 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი                     -   1 საშტატო ერთეული

 

4.  ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   -   2 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი                     -   3 საშტატო ერთეული

 

5.   წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალების და სამთო ნარჩენების გადამუშავების განყოფილება:

 

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   -   2 საშტატო ერთეული

მეცნიერი თანამშრომელი                     -   3 საშტატო ერთეული

 

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან არის დოქტორანტი.

მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

a)        განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

b)       განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ი) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი,             ელ. ფოსტა, მისამართი);

 

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ¹7, ოთახი ¹219 (10 სთ-დან 17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის  7 ოქტომბერი.

კონკურსი ჩატარდება 12 და 13 ოქტომბერს.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ტელ: 32 47 16; 32 91 16; 32 61 78

www.mining.org.ge      www.mes.gov.ge (კონკურსები)

 

 

დირექცია