სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

 ა ც ხ ა დ ე ბ ს

ღ ი ა   კ ო ნ კ უ რ ს ს

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

 1.  მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება:

 

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   -   1 საშტატო ერთეული

 

        უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორი ან აქვს მასთან გათანაბრებული ხარისხი.

 კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

ა)   განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)   განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) სამეცნიეროკვლევითი სამუშაოების ჩამონათვალი (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ი) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი);

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის #7, (10 სთ-დან -17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა        2011 წლის  21 მარტი.

კონკურსი ჩატარდება                                       2011 წლის   23   მარტს

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:  ტელ:  32 47 16;   32 59 90;   32 91 16.

www.mining.org.ge

 

დირექტორი  ნიკოლოზ ჩიხრაძე