სსიპ   გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს

ღია კონკურსს

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

 

1.          მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება

             უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  -  0,5  საშტატო ერთეული

 

2.         წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალებისა და სამთო  ნარჩენების გადამუშავების განყოფილებ

             მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული.

 

          უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორი ან აქვს მასთან გათანაბრებული ხარისხი.

          მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური  ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

ა)   განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)   განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩამონათვალი (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ი) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი);

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის #7, (10 სთ-დან -17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა        2011 წლის   3    ივნისი.

კონკურსი ჩატარდება                                       2011 წლის   6    ივნისს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:  ტელ:  32 47 16;   32 59 90;   32 91 16.

www.mining.org.ge

 

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექცია