სსიპ   გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს

ღია კონკურსს

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  1. ქანების თვისებებისა და მასივში მიმდინარე ფიზიკური პროცესების კვლევის განყოფილება

    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   - 1  საშტატო ერთეული

     

  2. ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება

    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი    -  1  საშტატო ერთეული

     

  3. წიაღისეულის გამდიდრების, მაღალტექნოლოგიური მასალებისა და სამთო ნარჩენების გადამუშავების განყოფილება

    მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული.

     

          უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორი ან აქვს მასთან გათანაბრებული ხარისხი.

          მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური  ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

ა)   განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)   განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩამონათვალი (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ი) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი);

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის #7, (10 სთ-დან -17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა        2011 წლის   26 ივლისი.

კონკურსი ჩატარდება                                       2011 წლის   27 ივლისს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:  ტელ:  232 47 16;   232 59 90;   232 91 16.

www.mining.org.ge

 

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექცია