სსიპ   გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს

ღია კონკურსს

სტრუქტურული ერთეულების თანამდებობების დასაკავებლად:

 

I. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა  და კომპლექსული მექანიზაციის განყოფილებაში:

1. განყოფილების უფროსი/მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული.

2. საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   - 1  საშტატო ერთეული.

3. კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

 

II.  აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილებაში

1.  განყოფილების უფროსი/ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

2. მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

3. აფეთქებისგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული.

 

III.   ქანების, საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის განყოფილებაში

1.  განყოფილების უფროსი  - 1  საშტატო ერთეული.

 

IV.  ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის გამდიდრების განყოფილებაში

1.  განყოფილების უფროსი - 1  საშტატო ერთეული.

 

V.  საპროექტო-საკონსტრუქციო განყოფილებაში

1.   განყოფილების უფროსი  - 1  საშტატო ერთეული.

 

"მთავარი მეცნიერი თანამშრომელი"-ს თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:

ა)   განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)   განმცხადებლის ავტობიოგრაფია;

გ) შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;

დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის ბოლო 5 წლის  განმავლობაში);

ზ) სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

 

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში, მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის #7, (10 სთ-დან -17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა        2012 წლის      9  იანვარი

კონკურსი ჩატარდება                                       2012 წლის    11 იანვარს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:  ტელ:  232 47 16;   232 59 90;   232 61 78

www.mining.org.ge

 

დირექტორი                                                                     ნიკოლოზ ჩიხრაძე