|
სსიპ _ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
ა ც ხ ა დ ე ბ ს
ღ ი ა კ ო ნ კ უ რ ს ს
სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული. 2. ტრანსპორტის სპეციალური სახეობების, საიმედოობისა და დიაგნოსტიკის განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.
უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია; გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში); ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს; ვ) სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო) სამუშაოების ჩამონათვალი დაფინანსების ოდენობის ჩვენებით (მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში); ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი; თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. ი) შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, მისამართი); საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში
მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის #7 (10 სთ-დან – 17 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა). საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 24 ოქტომბერი 17 საათი. კონკურსი ჩატარდება 28 ოქტომბერს. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 28 ოქტომბერს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ტელ: 32 47 16; 32 59 90; 32 91 16. www.mining.org.ge www.mes.gov.ge (კონკურსები) დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე 01.10.2008 |
|
|