Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

სიახლეები & მოვლენები & განცხადებები

 
 26.07.2010

      

         საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #531 (2010 წლის 21 ივლისი, თბილისი) "ზოგიერთი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ"

 

 15.07.2010

    15 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს ეწვია.  იგი დაესწრო გვირაბის აფეთქების მძიმე შედეგებისაგან დამცავი ახალი მეთოდის იმიტირებულ ჩვენებას.

 02.07.2010

   2010 წლის 2 ივისს საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნიკურმა ცენტრმა (ISTC) გამოაქვეყნა 2009 წლის წლიური ანგარიში, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ახალი მიღწევებისაკენ სვლის 15 წლისთავს . 

 

 

 

 29.06.2010

   2010 წლის 20-26 ივნისს ალბენაში (ბულგარეთი) ჩატარდა „მე-10 საერთაშორისო მულტიდისციპლინარული  სამთო და გეო კონფერენცია და გამოფენა. 

ვრცლად>>>

 14.06.2010

 

   2010 წლის 7-11 ივნისს ქ.ბეჩიჩში (მონტენეგრო)  ჩატარდა „მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმი "აფეთქების ენერგიის გამოყენება ახალი თვისებების მქონე მასალების მისაღებად: მეცნიერება, ტექნოლოგია, ბიზნესი და ინოვაცია" (EPNM-2010).

ვრცლად>>>

 20.05.2010

 

     2010 წლის 19 მაისს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში ჩატარდა ელიზბარ მინდელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”თანამედროვე სამთო ტექნოლოგიები”.

ვრცლად>>>

 17.05.2010

 

   2010 წლის 10-12 მაისს სინგაპურში ჩატარდა „მე-3 საერთაშორისო კონფერენცია  დაცვის სტრუქტურების პროექტირებასა და ანალიზში“.

ვრცლად>>>

 27.04.2010

   

   2010 წლის 26 აპრილს სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარზე შედგა სამთო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესორ დავით პატარაიას მოხსენება: “ბაგირისა და ღეროს დისკრეტული მოდელი და მისი გამოყენების შესაძლებლობები”.

 

ვრცლად>>>

 21.04.2010

   

        2010 წლის 20 აპრილს ინსტიტუტში ჩატარდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, მიმდინარე საგრანტო პროექტების პირველი წლის შედეგების სადემონსტრაციო დღე, რის შესახებაც, დადგენილი წესის მიხედვით, წინასწარ შეტყობინება გაეგზავნა სესფ-ის მონიტორინგის, შეფასებისა და ანალიზის  სამსახურს.

 

ვრცლად>>>

 01.04.2010

   

    

      2010 წლის 31 მარტს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე შედგა სესფ-ის    მიერ    დაფინანსებული   სამეცნიერო    პროექტის   ST-08-7-472  - “ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური ბაგირ –ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა” შესრულების შედეგების წარმოდგენა.

ვრცლად>>>

 29.03.2010

       2010 წლის 25 მარტს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ:

შპს „ჯორჯიან მანგანეზეს“ მხრიდან:  ა. ვიშნევსკი – გენერალური დირექტორი; ვ. ბრესლავეცი – ტექნიკური განვითარების დირექტორი; ა. გურჯიძე – ჭიათურის სგკ–ის დირექტორი; ნ. ბიდნიუკი – ჭიათურის სგკ–ის დირექტორის    პირველი მოადგილე.

სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან:  ნ. ჩიხრაძე – დირექტორი; თ. ახვლედიანი – დირექტორის მოადგილე; ე. მატარაძე – მთ. მეცნიერი თანამშრომელი; შ. გრიგალაშვილი – ინჟინერი.

ვრცლად>>>

 28.03.2010

განცხადება

         სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, საქართველოს სამთო საზოგადოება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტი ატარებს საქართველოს მეცნ. აკადემიის წევრ–კორესპონდენტის, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის, ტექნ. მეცნ. დოქტორის, პროფესორ ელიზბარ მინდელის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 19 მაისს. მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2010 წლის 10 აპრილამდე  მოგვმართეთ ე. მინდელის ქ. №7–ში.    

          დამატებითი ინფორმაცია გრიგოლ შატბერაშვილთან. ტელ: 899 530 082

 

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

საქართველოს სამთოო საზოგადოება

სტუ–ს სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტი

 17.03.2010

      2010 წლის 16 მარტს საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერების უცხოეთში სტაჟირების გრანტების მოსაპოვებლად.

        დეტალური ინფორმაცია კონკუსის შესახებ იხილეთ საიტზე: http://www.gnsf.ge/

 12.03.2010

   2010 წლის 11 მარტს აკადემიის წევრ–კორესპონდენტის, ტექნ.მეცნ.დოქტ. ლ.ჯაფარიძის  თავმჯდომარეობით ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო პრობლემების, ენერგეტიკისა და მართვის თეორიის კომისიის წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ქვეკომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის 2009 წლის სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში (მომხს. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ტექნ. მეცნ. დოქტ.  დ.პატარაია).

   რეცენზია ანგარიშზე ქვეკომისიას წარუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ა.აბშილავამ.

ქვეკომისიამ დაადგინა: „სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, მისი დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს 2009 წლის საქმიანობა შეფასდე დადებითად“ (სხდომის ოქმი №1).

   ქვეკომისიის სხდომის ოქმი წარდგენილი იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

 25.01.2010

     2010 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა 2009 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის შედეგები.

       სსიპ გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტში დაფინანსდა 3 პროექტი:

   1. რადიაციის მშთანთქმელი კომპოზიციური მასალების მიღება დარტყმითი ტალღებით კომპაქტირების ტექნოლოგიით.

      2. მრავალფუნქციური ვანტური ხიდი – ბაგირგზის დამუშავება და კვლევა.

    3. ტყიბულ-შაორის საბადოს ათვისების ინტენსიური მოდელის დამუშავება და მის საფუძველზე საქართველოს ენერგოსუაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტყიბულის ნახშირის მარაგზე თანამედროვე ”შახტი-თბოელექტროსადგური” კომპლექსის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრა და კომპლექსის ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთება.


არქივი   1 2 3          


საავტორო უფლებები © 2003, სამთო ინსტიტუტი.
ყველა უფლება დაცულია