Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

    31.01.2011 |  დოქტორ  დონალდ ლეს  აშშ–ს  ლოურენს ლივერმოლის ეროვნულ ლაბორატორიიდან                              ვიზიტი სამთო ინსტიტუტში

         2011 წლის  22-29 იანვარს, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა დოქტორ  დონალდ ლესე  აშშ–ს  ლოურენს ლივერმოლის ეროვნულ ლაბორატორიიდან (LLNL). ვიზიტი დაკავშირებული იყო მიმდინარე საპარტნიორო პროექტთან # P446, ლოურენს ლივერმოლის ეროვნულ ლაბორატორიას და  სამთო ინსტიტუტს შორის, სადაც საქართველოს  გუნდი  სამთო ინსტიტუტიდან წარმოადგენს  მიმღებ მხარეს  ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად. პროექტს # P446 სახელწოდებით: "ახალი ნანოსტრუქტურული Cu-W კომპოზიციების მიღება გაუმჯობესებული ელექტრონული თვისებებით" კოორდინაციას უწევს უკრაინის სამეცნიერო–ტექნოლოგიური ცენტრი.

   დოქტორ ლესიეს ვიზიტის მიზანი იყო: შეხვედრები პროექტის მონაწილეებთან, მიმღები მხარეების შესაძლებლობების შეფასება, მიმდინარე პროექტის შემდგომი  საქმიანობის კოორდინირება, მონაწილეობის მიღება ერთობლივ ექსპერიმენტებში და ინსტიტუტების პოტენციალი შეფასება სხვა საპარტნიორო პროექტებისათვის.

    ვიზიტის  დასასრულს აღინიშნა, რომ პროექტი ხორციელდება დამტკიცებულ  სამუშაო გეგმასთან სრულ შესაბამისობაში. შედგა წინასწარი მოლაპარაკება ახალი ინდუსტრიული პროექტების თაობაზე, მაგალითად:  მაღალ ტემპერატურიანი სინთეზიდა ცხლად აფეთქებით დაწნეხვით  ტექნოლოგიებით  ბორის შემცველი  ნაერთების მიღება და ა.შ.

პროექტის თანამშრომელმა მაგისტრმა ბაგრატ გოდიბაძემ Cu-W ნიმუშების წინასწარი  დაწნეხვისთვის  ფოლადის კონტეინერების  დამზადების პროცესის რამოდენიმე მომენტი წარმოადგინა.

პროექტის მონაწილეები მაგისტრი ბ.გოდიბაძე და დოქტორი მ.წიკლაური (მარჯვნივ) ამზადებენ ასაფეთქებელ მუხტს ცხლად აფეთქებით დაწნეხვით  Cu-W  კომპოზიციური მასალის მისაღებად.

პროექტ # P446–ის მენეჯერი სამთო ინსტიტუტიდან დოქტორი ელგუჯა ჩაგელიშვილი (მარცხვნივ)  მიწისქვეშა კამერაში ასაფეთქებელი მუხტის მოწყობილობის    მომზადების პროცესში ცხლად აფეთქებით დაწნეხვის წინ.

დოქტორი  მ.წიკლაური აჩვენებს  ცხლად აფეთქებით დაწნეხვის ექსპერიმენტის  დისტანციური მართვის პროცესის მიმდინარეობას.