|
24-27 ოქტომბერს (2011 წ.)
ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში საბაგირო ტრანსპორტის
საერთაშორისო ასოციაციის O.I.T.A.F.- ის (INTERNATIONAL
ORGANISATION FOR TRANSPORTATION BY ROPE) ეგიდით გაიმართა
მსოფლიო კონგრესი. მიუხედავად ევროპისგან და ჩრდილოეთ
ამერიკისგან დიდი მანძილით დაცილებისა, სამხრეთ ამერიკის ამ
ცნობილ ქალაქში გამართულ მე-10 საიუბილეო კონგრესში
მონაწილეობა მიიღო საბაგირო ტრანსპორტის 300 -ზე მეტმა
სპეციალისტმა: მეცნიერებმა, მწარმოებლებმა, ოპერატორებმა,
ბაგირგზების უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოების წარმომადგენლებმა. კონგრესის წამყვანი მოტივი იყო
ბაგირგზების გამოყენებება - საქალაქო ტრანსპორტში და ტურიზმში,
რაშიც სამხრეთ ამერიკასა და განსაკუთრებით ბრაზილიას წამყვანი
პოზიცია უკავია. |