მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა

და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილება

კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორია 

ელგუჯა ვიქტორის ძე მეძმარიაშვილი

ე.მინდელის ქ.7
3 სართული, ოთახი
ტელ.: 

ელ-ფოსტა: medzmariashvili@gtu.ge

 
  დაბადების თარიღი: 17.08.1946 წ.
  განათლება:

1964-1969 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი;

1972 ასპირანტურა, სივრცითი კონსტრუქციების განხრით;

1993 სადოქტორო დისერტაციის თემა "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდის მიწისზედა კომპლექსი"

  სამეც./აკად.ხარისხი: სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;
  წოდება: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; პროფესორი; გენერალ-მაიორი;
  თანამდებობა: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
  შრომითი საქმიანობა:

1973 დღემდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე (1985-1995 წლებში); სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე (1995-2004 წლებში); ამჟამად სრული პროფესორი;

1979 წლიდან საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი (მის მიერვე ჩამოყალიბებული),  გენერალური კონსტრუქტორი და გენერალური დირექტორი;

1978-1989  თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, საინჟინრო ჯარებთან, გენერალური შტაბის და სამხედრო-საინჟინრო აკადემიების კათედრებთან, კოროლიოვის სახელობის სარაკეტო-კოსმოსურ გაერთიანება ენერგია-სთან, ხრუნიჩევის სახელობის რაკეტმშენებელ ქარხანასთან, მოსკოვის მექანიკის პრობლემების და საავიაციო ინსტიტუტებთან, ასევე დნეპროპეტროვსკის, სიკტივკარის, დუბნის, ნახაბინოს, პოდლიპკის, ხარკოვის და სხვა ქალაქების სპეციალურ სამეცნიერო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან;

1995 წლიდან, როგორც სამუშაოთა მეცნიერ-ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე, ასრულებს გერმანული კომპანიის Daimler-Benz Aerospace - Dornier-Satellitensystemeს, იტალიური კომპანიის Alenia Aerospazio-ს, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის (LLB, Technische Universitat Munchen) და ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) შეკვეთებს;

1999-2002  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში;

1999-2004  საქართველოს პარლამენტი წევრი;

2000 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, სადაც ეკავა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა.

2006 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სადაც ელგუჯა მეძმარიაშვილი დღემდე იკავებს გენერალური კონსტრუქტორის და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს.

20      წლიდან დღემდე სსიპ გრ.წულიკიძის სამთო ინსტიტუტში მთავარი მეცნიერ თანამშრომელია.

  სამეცნიერო ინტერესები:
  • კოსმოსური ტექნიკა და მექანიკა;
  • სამხედრო-საინჟინრო მეცნიერებანი;
  • სამხედრო-ტექნიკური მეცნიერებანი.
  შერჩეული პუბლიკაციები:

გამოქვეყნებული აქვს 270-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები და გამოგონებები.

   სახელმძღვანელოები:

    მონოგრაფია:

  • 1995 წ.    

   გამოგონებები (პატენტები):
  • მექანიზებული ხიდი და ხიდის დამწყობი. პატენტი P6066. სქართველოს ინტელქტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", თბილისი, 2014. (45 გვ.) (თანაავტორები: ნ.წიგნაძე, მ.სანიკიძე, გ.მეძმარიაშვილი და სხ.)

  • Mechanical support ring structure WO2013135298 (A1), 03.15.2012.Eევროპატენტი (თანაავტორები: შ.წეროძე, ნ.წიგნაძე, ლ.დათაშვილი და სხ.)

   საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობა:
  • 2014 Erection cycle of deployable space reflectors using the functional and technological screen mesh. International Scientific conference - Advanced Lightweight Structures and Reflector Antennas 1-3 October, 2014, Tbilisi, Georgia;

  • 2014 New constructions of lightweight deployable reflectors. Proceedings of 2 nd International Scientific Conference Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas. 1-3 October, 2014 Tbilisi,  Georgia, p. 21-28;

  • 2014 Conical v-fold bar ring with flexible pre-stressed center. Proceedings of 2 nd International Scientific Conference Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas. 1-3 October, 2014 Tbilisi,  Georgia;

  • 2014 Dimensional stability and shape-accuracy of shell-membrane reflecting surfaces made of fibre-reinforced elastomers. Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas. 1-3 October, 2014 Tbilisi,  Georgia;

  • 2014 Design and calculation of the surface of space parabolic antenna on the basis of discrete conception. Advanced Lightweight Structures And Reflector Antennas. 1-3 October, 2014 Tbilisi,  Georgia.

   დამატებითი ინფორმაცია:
  • ელგუჯა მეძმარიაშვილმა შექმნა ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია და ტრანსფორმირებადი გასაშლელი სამხედრო და სამოქალაქო, კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსები, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ. ჩამოაყალიბა სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ბაზა სამხედრო-საინჟინრო დარგის განვითარებისა საქართველოში;
  • პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ("რეფლექტორი") გენერალური კონსტრუქტორი.

    ჯილდოები და პრემიები:

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (კოსმოსური და სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის განვითარებისათვის საქართველოში და პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრული სისტემის შექმნისათვის);
  • ღირსების ორდენი საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნის და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის;
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედალი (მიღწევები კოსმოსურ მექანიკაში);
  • . (P); 
  • მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის (საქართველო);
  • 9 საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციების მედალი;
  • 2005 წ. საქართველოს პატრიარქის სიგელი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის

     ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:

  • 1992 ევრაზიის მეცნიერებათა აკადემია, წევრკორესპონდენტი;
  • 2000დან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრკორესპონდენტი;
  • 1999 2004 საქართველოს მე5 მოწვევის პარლამენტი, წევრი;
  • 1994დან საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი;
  • 1999დან საქართველოს სამხედროსაინჟინრო აკადემია, წევრი
     

დასაწყისში ^

ბოლო განახლება:   02/06/2018