Home

მთავარი გვერდი დაგვიკავშირდით

       

სიახლეები & მოვლენები & განცხადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

2018 წლის 4-7 ნოემბერს ქ. რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში გაიმართება ინდუსტრიული განვითარების სამიტი (Sustainable Industrial Processing Summit).

 

   ვრცლად>>>


 

პროექტი G4595 „მიწისქვეშა ნაგებობების დაცვა საწვავის ღრუბლის აფეთქებისაგან“ შერჩეულია ნატოს სამეცნიერო პროგრამის “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ 2018 წლის  საპარტნიორო პრიზების ნომინანტთა სიაში.

ვრცლად>>>

 

logo

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი გიწვევთ მე-5 ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე: “სამთო საქმის და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები”

ვრცლად>>>

 

 20.10.2018
 

2018 წლის 20 თებერვალს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ოფიცერი  ქალბატონი რანდი ლ. გებერტი ბრიუსელიდან და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტი ბატონი მაგნუს ეიოლფსონი.

ვრცლად>>>

 
 08.08.2018

    

საჯარო სამართლის იურიდიული პირი 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

 

აცხადებს

 

ღია კონკურსს

დეტალები იხილეთ ბმულში

 

განცხადების ფორმა

 07.09.2018

    

ესპანეთის ქ. ბარსელონაში სასტუმრო „მელია სიჯესში“ 2018 წლის 4-6 სექტემბერს გაიმართა „ელსევიერის“ მე-10 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სიმპოზიუმი „საინჟინრო გამოთვლითი ტექნოლოგიები – ECT 2018”.

ვრცლად>>>

 14.07.2018

    

  13 ივლისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა გამოყენებითი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსი.

დეტალები იხილეთ ბმულში

 11.07.2018

    

      10 ივლისს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტს (პრაღა) და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი .  

 11.07.2018

    

    10 ივლისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსი.

დეტალები იხილეთ ბმულში

 21.06.2018

    

   20 მაისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი.

დეტალები იხილეთ ბმულში

 01.06.2018

     29-30 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა".

დეტალები იხილეთ ბმულში

 21.05.2018

    გამოქვეყნდა ინსტიტუტში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები 21.05.2018 მდგომარეობით.

ხილეთ ბმულში

 02.05.2018

 2018 წლის 2 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს ხელი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს .

ვრცლად

 02.05.2018

მეცნიერების საყურადღებოდ!

 

3  მაისს 10 საათზე გაიმართება სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი იხილეთ ბმულში.

 
 02.05.2018

  გამოცხადდა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურს შედეგები.

ვრცლად>>>

 01.05.2018

     საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში (. 12, #1, 2018) გამოქვეყნდა მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების გამგის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ევან ჯაფარიძეს სტატია "სეისმური  P და S ტალღებით და გეოსტატიკური ძალებით გამოწვეული შიგა ძალვების  გაანგარიშება წრიული  კვეთის  გვირაბის  კონსტრუქციაში"

 

 11.04.2018

       2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე  გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების გამგე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ევან ჯაფარიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „წყნეთი-სამადლოს დამეწყრილი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის და უსაფრთხო ექსპლოატაციის გეომექანიკური  პრობლემები“.

 

 07.04.2018

    6 აპრილს "პალიტრანიუსის" გადაცემაში სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე ისაუბრა ტყუბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე.

ხილეთ ბმულში

 09.03.2018

მეცნიერების საყურადღებოდ!

    2018 წლის 29-30 მაისს საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემების შესახებ: „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის  აღორძინების წინაპირობაა”.

დეტალები იხილეთ ბმულში

 05.03.2018

 

  2018 წლის 4 მარტს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავებისა და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილების გამგე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე  სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს რადიოში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში:  "აკადემიური სივრცე".

იხილეთ რადიო პირველი არხი

 22.02.2018

        მეცნიერების საყურადღებოდ!

 

    შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ახალი გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUSხელმისაწვდომი გახდა მეცნიერის რეგისტრაციისთვის.

 

 

 21.02.2018

       2018 წლის 21 თებერვალს სსიპ გრგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) თანამშრომელი ქალბატონი ლაურა ნადიმოვა.
       ვიზიტის მიზანი იყო სამთო ინსტიტუტში მიმდინარე, ცენტრის მიერ დაფინანსებული, საერთაშორისო სამეცნიერო გრანტის (#G-2209) მონიტორინგი.
       ვიზიტის ფარგლებში ISTC-ს წარმომადგენელი გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ საუშაოებს.

 20.02.2018

  2018 წლის 20 თებერვალს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ოფიცერი  ქალბატონი რანდი ლ. გებერტი ბრიუსელიდან და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტი ბატონი მაგნუს ეიოლფსონი.

ვრცლად>>>

 

ყველა სიახლე  1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12   

 

 

ბოლო განახლების თარიღი:   11/01/2018

 

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი © 2003  ყველა უფლება დაცულია