ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია

.

ლაბორატორიის გამგე - აკადემიური დოქტორი ასმათ შეყილაძე


.მინდელის ქ.7, IV სართული
ტელ.: +(995 595) 512229

ფაქსი: +(995 32) 2325990

 

ანალიზური ქიმიისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების ცენტრის შემადგენლობაში..

ლაბორატორია ჩამოყალიბდა სასარგებლო წიაღისეულის და გამდიდრების ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1957 წელს. შექმნის მომენტიდან დღემდე ლაბორატორია უწევს მაღალხარისხიან მომსახურებას საქართველოს სამთო-მომპოვებელ მრეწველობას და გეოლოგიურ სამსახურებს.

ანალიზური ლაბორატორია ორიენტირებულია მაღალხარისხიან მომსახურებაზე ორი მიმართულებით:

  1. ნახშირების, შავი, ფერადი და კეთილშობილი მეტალების მადნების, მათი გამდიდრების პროდუქტების და გეოლოგიურ-საძიებო სინჯების ქიმიური ანალიზი:
  • მავნე მინარევების განსაზღვრა ინერტულ შემავსებლებში;
  • პიგმენტების ხარისხობრივი მახასიათებლების განსაზღვრა;
  • გრუნტის წყლების და ქანების აგრესიულობის დადგენა;
  • გარემოს სინჯების ანალიზი (ბუნებრივი და ჩამდინარე წყლები, ნიადაგები);
  • საცრითი და სედიმენტაციური ანალიზები.

ანალიზის მაღალი შედეგები მიიღწევა ლაბორატორიული ხელსაწყოების პერმანენტული მეტროლოგიური კონტროლით და საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიცირებული სტანდარტული ნიმუშების და ეტალონების სისტემატიური ანალიზით.

ანალიზური მომსახურება ხორციელდება როგორც ფიზიკური, ისე კლასიკური სველი ქიმიური მეთოდებით.

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია ასრულებს კვლევით სამუშაოებს მადნების ტექნოლოგიური ტესტირების სფეროში, რომლის საფუძველზეც ფასდება საბადოს ეკონომიკური პოტენციალი.

ტესტირება წარმოებს მადნების გამდიდრების ჰიდრომეტალურგიული და კომბინირებული მეთოდებით, რომლებშიც ჩართულია ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაციები.


            

  

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

განყოფილება პრაქტიკულად აერთიანებს ერთმანეთთან ორგანულად შერწყმულ ორ ლაბორატორიას– ანალიზური ქიმიის და გამდიდრების, რომლებიც ასრულებს გამოყენებითი ხასიათის კვლევებს შემდეგი მიმართულებით:

 ანალიზური ქიმიის:

  • მადნების და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  • მავნე მინარევების განსაზღვრა ბეტონების ინერტულ შემავსებლებში;
  • გრუნტის წყლების და ნიადაგების ანალიზი.

 ბ) სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება:

  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;
  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;
  • საბადოთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი პრობლემები (ეკოლოგიური აუდიტიმონიტორინგი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების დამუშავება)


ექსპერიმენტული ბაზა: 

ანალიზური ქიმიის ლაბორატორია: 

  • სპექტროფოტომეტრი DR 1900 (ფირმა HACH-LANGE);
  • ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი (ფირმა Perkin Elmer);
  • ელექტროფოტოკოლორიმეტრი;
  • PH-მეტრი (ფირმა Hanna);
  • PH-მეტრ-პოტენციომეტრი (ფირმა Hanna);
  • ანალიზური და ტექნიკური სასწორები (ფირმა RADWAG) და სხვ.


                         

 სპექტროფოტომეტრი DR 1900          ატომურ-აბსორბციული       ელექტროფოტოკოლორიმეტრი        PH-მეტრი (Hanna)                        pH 211 მიკროპრო

         (HACH-LANGE)                    სპექტროფოტომეტრი                                                                                      pH-მეტრი (Hanna)

                                         AAnalyst 200 (Perkin Elmer)

                                                    Radwag ანალიზური სასწორი           მულტი როტატორი (Biosan)       ორბიტალური შეიკერი (Biosan)           MRC ორბიტალური შეიკერი

 

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია:

  • მიკროსკოპი AmScope;
  • სინჯის სტანდარტული მომზადება: საშრობი, სამსხვრეველა, ჯონსის გამყოფი, საპუდრი (ფირმა Retsch);
  • სტანდარტული საცრების კომპლექტი;
  • დანადგარი მადნის ტექნოლოგიური ტესტირებისთვის;
  • საფლოტაციო მანქანები;
  • ელექტროსტატიკური სეპარატორი;
  • ელექტრომაგნიტური სეპარატორი;
  • დამლექი მანქანა;
  • საკონცენტრაციო მაგიდა;
  • დანადგარი ციანირებადი ოქროს განსაზღვრისათვის (BLEG  ტესტი);
  • ოქროს გამოსატუტი სვეტები პერკოლაციური ტესტისათვის;
  • მიქსერები ოქროს გამოტუტვისათვის;
  • ოქროს შემცველი მადნების გროვული გამოტუტვის მოედანი;
  • მულტიმიქსერი.


                              

                     მიკროსკოპი AmScope                         Retsch სამსხვრეველა                      Retsch საპუდრი                          მულტიმიქსერი

                                                                                                                                                                          MM-1000 (Biosan)  

საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო შესაძლებლობები: 
  • კონსულტაცია სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და მინერალური ნედლეულის გამოყენების სფეროში;
  • სინჯის აღება და მომზადება;
  • ანალიზური მომსახურება;
  • სასარგებლო წიაღისეულის (მადნების) ტექნოლოგიური ტესტირება;
  • მომსახურება გარემოს დაცვის სფეროში.


პერსონალი

ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი სპეციალისტი
უფროსი სპეციალისტი
ინჟინერი
პრეპარატორი
სპეციალისტი (შტატგარეშე)
მეცნიერი თანამშრომელი