საბაგირო სისტემების ლაბორატორია

.

ლაბორატორიის გამგე - აკადემიური დოქტორი გიორგი ნოზაძე


საქართველოში საბაგირო გზების და სისტემების სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინსტიტუტის შექმნის ისტორიასთან.  სამეცნიერო ლაბორატორია აღნიშნული პროფილით ინსტიტუტში 1957 წლიდან ფუნქციონირებს.  

ლაბორატორიაში კვლევების ძირითადი მიმართულება სამთო ინსტიტუტის პროფილით არის განსაზღვრული და მოიცავდა სამთო მრეწველობისათვის საჭირო საბაგირო სატრანსპორტო სისტემების ახალი მოდელების დამუშავებისა და სრულყოფის საკითხებს. ამ საკითხებიდან გამოვყოფთ შემდეგ მიმართულებებს, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება:

  • სატვირთო და სამგზავრო საბაგირო გზების უსაფრთხოების საკითხები;
  • ფოლადის ბაგირთა და გრძივ ნაკეთობათა ურღვევი კონტროლის მაგნიტური მეთოდების დამუშავება და გამოყენება;
  • ბაგირთა სისტემის გათვლის ანალიზური და დისკრეტული მეთოდების დამუშავება და განვითარება გაანგარიშების ორიგინალური მიდგომის საფუძველზე;
  • სხვადასხვა სირთულის საბაგირო სისტემების ავტომატური დაპროექტების პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და სრულყოფა.

საბაგირო სისტემების ლაბორატორიაში  ბოლო 10 წლის განმავლობაში დამუშავებული სამეცნიერო თემატიკა:

  • 2007 - საბაგირო გზების და მისი კომპონენტების უსაფრთხოების ანალიზისთვის საჭირო მოსალოდნელი რისკების მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება
  • 2008-2009 - წრიული ბაგირგზის უსაფრთხოების ანალიზისა და კონტროლის საშუალებათა დამუშავება
  • 2010 - ბაგირთა სისტემის ვიზუალური დაპროექტების საფუძვლების დამუშავება წრიული ტიპის ბაგირგზისთვის
  • 2011-2012 - მონიტორინგის მობილური ავტომატიზებული სისტემის ძირითადი კვანძების კონსტრუქციების დამუშავება
  • 2013 - ბაგირებისა და საბაგირო კონსტრუქციების საველე პირობებში გამოყენების ინსტრუქციის / სახელმძღვანელოს და სათანადო გაანგარიშების პროგრამების დამუშავება
  • 2014 - მცირე ტვირთამწეობის საველე სატვირთო საბაგირო გზის ძირითადი კომპონენტების კონსტრუქციის დამუშავება.

ლაბორატორიას ისტორიულად ჰქონდა და კვლავ აგრძელებს სამეცნიერო კავშირებს უკრაინაში - ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის სამეცნიერო წრეებთან, აღმოსავლეთ ევროპის სამეცნიერო წრებთან პოლონეთში, რუმინეთსა  და ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ყალიბდება ახალი ურთიერთობები საფრანგეთის, ავსტრიისა და იტალიის საბაგირო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და  წამყვან მწარმოებელ ფირმებთან.

ლაბორატორიის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებებში:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და  ევროკომისიის პროგრამა TAIEX-ის მიერ ორგანიზებულ სემინარებში (2015, 2017, 2019 წ.);
  • საბაგირო გზების საერთაშორისო  ორგანიზაციის (OITAF) მიერ ორგანიზებულ კონგრესებში (2012 წ., 2017 წ.);
  • თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში -„მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები“ (2010, 2014, 2018 წწ.)
  • ოდესის საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციაში „ ფოლადის ბაგირები“ (2006 – 2016 წწ.).


                                                              

 .
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
  • საბაგირო გზების ახალი სისტემების დამუშავება და კვლევა;
  • ფოლადის ბაგირების ურღვევი კონტროლის მეთოდების დამუშავება და გაუმჯობესება;
  • ახალი მასალების გამოყენება ბაგირთა კონსტრუქციაში მათი სამუშაო რესურსის და ტექნიკური მახასიათებლების გაზრდის მიზნით;
  • მასშტაბური გადახურვები საბაგირო სისტემების გამოყენებით;
  • მსუბუქი გადასატანი საბაგირო სისტემები და სტრუქტურები;
  • ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო სისტემები;
  • საბაგირო სისტემები ნაპირგამაგრებით კონსტრუქციებში;
  • კომპლექსური ბაგირ-ღეროვანი სტრუქტურები;
  • თანამედროვე პროგრამების გამოყენება რთული საბაგირო სისტემების დაპროექტებასა და გათვლაში.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

ლაბორატორია აღჭურვილია  საბაგირო სისტემების საცდელი სტენდით; გააჩნია თანამედროვე ლაზერული, ელექტრო და მაგნიტური გამზომი ხელსაწყოები:

                                                                                   

                                                                          

                               TRUPULSE360 ლაზერული მანძილმზომი,             Fluke - მრავალფუნქციური მულტიმეტრი      

                                     დიაპაზონი 1 კილომეტრი                            ელექტრონული გაზომვებისთვის         


კომერციალიზაციისათვის მომზადებული სამუშაოები:
საცდელი ნიმუშის დამზადებისა და ნატურული გამოცდის ეტაპისათვის მზად არის შემდეგი სამუშაოები:
  • მცირე ტვირთამწეობის სატვირთო საბაგირო გზა;

                                  


  • გრუნტში ჩამაგრების საანკერე მოწყობილობა;

        

  • ანკერების ამოვარდნის ძალაზე შემოწმების მოწყობილობა.

        


სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
  1. სესფ № 1–7/60 - "მრავალფუნქციური ვანტური ხიდი – ბაგირგზის დამუშავება და კვლევა" (2010-2013). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
  2. სესფ №747/07 - "ბაგირგზებისა და სხვა ანალოგიური მეჩხერი ბაგირულ - ღეროვანი სტრუქტურების კომპიუტერული მოდელირებისა და გაანგარიშების მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და გამოცდა" (2009). დამფინანსებელი:  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
  3. GNSF/ST07/7.243- "ბაგირული საევაკუაციო სისტემის საცდელი ნიმუშის შექმნა და ექსპერიმენტული კვლევა" (2008). დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

პერსონალი

ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მეცნიერი თანამშრომელი
ინჟინერი